04.07.2025

5 რამ, რაც უნდა იცოდე შენს ელექტროსისტემაზე

ელექტროსისტემა ის „უხილავი ქსელია, რომელიც ნებისმიერი დანიშნულების შენობას „აცოცხლებს“. თუმცა, ბევრს ყოველდღიურობაში არც ახსენდება, რომ მისი გამართულობა პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, კომფორტთან და ენერგოეფექტიანობასთან.

გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან ფაქტს, რაც უნდა იცოდე ელექტროსისტემაზე:

– ძველი ელექტრო სისტემები შეიძლება, ძალიან საშიში იყოს, თუ იგი 15 წელზე ძველია, სჯობს დაიხმაროთ სპეციალისტი და ჩაატაროთ სპეციალური შემოწმება.
გადახურებული სადენები, მოძველებული გამორთველები ან აპარატები – ეს ყველაფერი რეალური საფრთხეა.

– ავარიული გამორთვის მოწყობილობები (ავტომატები, RCD-ები) საჭიროა გადაჭარბებული დატვირთვისა და დამცავი რეაქციის გამო. თუ თქვენს ელექტროსქემაში ასეთი მოწყობილობა არ არის – დროა, დაამატოთ!

– დატვირთვა უნდა იყოს გათვლილი სწორად –
ყოველი ელექტროსისტემა უნდა იყოს დაპროექტებული იმ საჭიროებებზე, რაც სივრცეშია.
მაღალი სიმძლავრის მოწყობილობებისთვის (მაგ. ღუმელი, კონდიციონერი) საჭიროა ცალკე ხაზი და შესაბამისი ავტომატი.

– დამიწება – უსაფრთხოების უცვლელი სტანდარტი –
ეს უკანასკნელი ხელს უშლის დენის გადასვლას და შესაბამისად, თავიდან გვარიდებს ისეთ საფრთხეს როგორიც დენის დარტყმაა. ეს სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სველ გარემოში – აბაზანებში, სამზარეულოში ან გარე სივრცეში.

– რეგულარული შემოწმება და პრევენცია დაგიცავთ პრობლემებისგან – საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ელექტროსისტემის ტექნიკური შემოწმება უნდა ტარდებოდეს ყოველ 5-7 წელიწადში.
დროული შემოწმება დაზოგავს ფულს და თავიდან აგაცილებთ საფრთხეს.

თუ გსურს სისტემის შემოწმება ან განახლება, Escompany მზად არის, დაგეხმაროს ხარისხიანად და პროფესიონალურად.

telegram ico Whatsapp ico Phone ico