https://www.escompany.ge/wp-content/uploads/2026/02/WhatsApp-Image-2026-02-10-at-16.13.36.jpeg
10.02.2026

რთული პროექტები, საიმედო შედეგი-EScompany-ის პროექტი BlueTabla- სთან

EScompany-მ წარმატებით გაუწია ელექტრო საპროექტო და სამონტაჟო მომსახურება კომპანია „#ბლუტაბლა“-ს. პროექტი მოიცავდა სამი მაღაზიის სრულ ელექტრო სამუშაოებს , რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში.

სამუშაო გამოირჩეოდა მაღალი სირთულით. ობიექტებზე ჭერის სიმაღლე 7 მეტრს აღწევდა, რაც ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებს დამატებით ტექნიკურ სიზუსტესა და გამოცდილებას მოითხოვდა. ამასთან, სამუშაოები მიმდინარეობდა ღამის საათებში, მკაცრად განსაზღვრული ვადებით, რათა დღის განმავლობაში სავაჭრო სივრცეების ფუნქციონირება არ შეფერხებულიყო.
განხორციელებული ლოკაციები
ელექტრო პროექტირება და მონტაჟი შესრულდა შემდეგ ობიექტებზე:
•ბამბის რიგი
•აქსის თაუერსი (Axis Towers)
•ისთ ფოინთი (East Point)
ყველა ლოკაციაზე შესრულდა ელექტრო სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ტესტირება უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
შედეგი
მიუხედავად რთული პირობებისა და შეზღუდული დროის, პროექტი დასრულდა დროულად, ხარისხიანად და უპრობლემოდ. ყველა მაღაზია სრულად მზად იყო ექსპლუატაციისთვის და ჩაიბარა დამკვეთმა შეფერხების გარეშე.
EScompany სპეციალიზდება ელექტრო სამონტაჟო და საპროექტო სამუშაოებში კომერციული ობიექტებისთვის, მათ შორის მაღაზიებისთვისა და სავაჭრო ცენტრებისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია ხარისხი, უსაფრთხოება და ზუსტი შესრულება.
telegram ico Whatsapp ico Phone ico