13.05.2025

5 ნიშანი, რომელიც მიანიშნებს, რომ დროა, სახლის ელექტროსისტემა განაახლო!

ბევრმა არ იცის, რომ ელექტროსისტემის მოძველება ისეთივე რისკია, როგორც გაჟონილი წყალი ან დაზიანებული გაზის მილები.

თუ შენს სახლში ეს ნიშნები შეინიშნება, არ გადადო ელექტრიკოსთან კონსულტაცია!

  1. ხშირად ითიშება ავტომატური გამთიშველი (ავტომატი)? ეს ნიშნავს, რომ სისტემა ვერ უმკლავდება დატვირთვას. შესაძლოა, ძველი გაყვანილობა ან არასწორად გადანაწილებული ხაზები გიქმნის პრობლემას.
  2. როზეტები “ცხელდება” ან დამწვრის სუნი მოდის?

ეს აშკარა საფრთხის ნიშანია. შესაძლოა, კაბელები დაზიანებულია ან კონტაქტები არასწორად არის დაყენებული.

  1. ნათურები ციმციმებს ან ხშირად იწვის?

არასტაბილური ძაბვა ან უხარისხო შეერთებები ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. პრობლემა შესაძლოა, ელექტროშიტიდან მოდიოდეს.

  1. სახლში არ არის დამიწება ან ძველი სტანდარტის გაყვანილობაა – თუ სახლი აშენებულია 20+ წლის წინ და არ ყოფილა სისტემის სრული განახლება – დიდი შანსია, რომ არაკომპლექსურად გამართულია უსაფრთხოების სისტემა.
  2. ახალი ტექნიკა ხშირად “იწვის” ან ფუჭდება –

შეიძლება ელექტროსისტემა ვერ უმკლავდება თანამედროვე მოწყობილობებს. ჭარბი ძაბვა ან ძველი ავტომატები ტექნიკას ვეღარ იცავს.

გახსოვდეს, ელექტრო პრობლემების იგნორირება დროთა განმავლობაში რისკებს ზრდის – დაზიანებული ტექნიკა, ხანძრის საფრთხე და არასაიმედოობა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თუ გეცნო ეს ნიშნები – დროა მიმართო პროფესიონალებს!

📱 511 14 02 53

🌐 escompany.ge/

telegram ico Whatsapp ico Phone ico